1. ჯემალ ართმელიძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი
• მოქმედებს ბაღის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობისას;
• განსაზღვრავს ბაღის საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს მის საშტატო განრიგს;
• ქმნის სათათბირო ორგანოს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი დაწესებულების წესდებას, ბიუჯეტსა და შინაგანაწესს;
• უზრუნველყოფს საბავშვო ბაღს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით;
• პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულად ფუნქციონირებაზე;
• პასუხს აგებს ფინანსური და მატერიალური სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე;
• ადგენს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიუ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
• აწარმოებს ბავშვის ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, გადაყვანას. იღებს ზომებს საბავშვო ბაღის კონტიგენტის ასათვისებლად;
• ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
• უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძარ საწინააღმდეგო ზომებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;
• მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლემს მის სრულყოფილად დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;
• პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე;
• თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა;
• ხელმოწერით და ბეჭდის ამოწმებს თანამშრომელთა სამუშაოზე მოსვლის და წასვლის ჟურნალს (ყოველი თვის ბოლოს).
2. რაინდი დეკანაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე
• ასრულებს დირექტორის მოვალეობას, თუ დირექტორს მოვალეობა დროებით შეუჩერდება (დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა მიზეზის გამო);
• აგვარებს დირექტორთან ადმინისტრაციულ და სხვა ტექნიკურ საკითხებს;
• მონაწილეობს ახალი აღსარდელების მირების პროცედურებში;
• აღრიცხავს საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელთა სავალდებულო გამოცხადებისა და წასვლის დროს ჟურნალში;
• აკონტროლებს საბავშვო ბაგა-ბაღში ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს, დროული გამოცხადებას და
• წასვლას აღრიცხავს ჟურნაშლი, სამუშაო საათების მიზნობრივ გამოყენებას.
3. ხათუნა ბოლქვაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების სპეციალისტი მეთოდოლოგიურ საკითხებში
• ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის და პედაგოგიური პერსონალის მუშაობის საკითხებში;
• სისტემატურად ამოწმებს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფებში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და სთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს;
• მუშაობს თითოეული ასაკობრივი ჯგუფის პედაგოგიურ პერსონალთან ერთად, განიხილავს და ადგენს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი
უზრუნველყოფს ამ პროგრამის გაანალიზებას, შეფასება; ყურადღებას ამახვილებს მის ნაკლსა თუ წარმატებულ მხარეებზე და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს ახალ სტრატეგიებს;
• ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული თვალსაწიერის გაზრდას, აცნობს ახალ, თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდიკას;
• უზრუნველყოფს პედაგოგიური პერსონალის მომარაგებას ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო თვალსაჩინოებებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით;
• ზრუნავს სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გარედან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით;
• უზრუნველყოფს დირექტორთან შეთანხმებით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას.9ზეიმები,პედაგოგთა კრებები, ექსკურსიები და სხვ.);
4. მაკა მელაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი–ადმინისტრაციულ და საქმისწარმოების საკითხებში
• დოკუმენტების (წერილების, განცხადებების, ბრძანებების, განკარგულებებისა და სხვა დოკუმენტების) სამუშაო ვერსიის მომზადება;
• მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და განახლება;
• გასული და შემოსული კორესპონდენციების რეგისტრაცია;
• საოფისე დოკუმენტების შექმნა, მონიტორინგი და არქივის წარმოება;
• ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
• შეხვედრების ორგანიზება როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე მის გარეთ;
• მოტხოვნის შესაბამისად (კანონმდებლობის ფარგლებში) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
• თანამშრომლების, აღსაზრდელების პირადი საქმის მოწესრიგება;
• ბაგა-ბაღის ვებგვერდის მასალების მომზადება.
5. შორენა წულუკიძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი–ადმინისტრაციულ და საქმისწარმოების საკითხებში
• აწარმოებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ბრძანების წიგნებს, უზრუნველყოფს ბრძანების შესაბამისი პირებისადმი გაცნობას. ატარებს შემოსულ და გასულ კორესპოდენციებს,
• აწესრიგებს თანამშრომელთა პირად საქმეებს, ინახავს გაერთიანების საარქივო მასალებს. ორგანიზებას უწევს შეხვედრებს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ.
• მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას. მოქალაქეთათვის და სხვა დაინტერესებული პირთათვის კონსულტაციის გაწევას და დახმარებას.
• უშუალოდ ხელმძღვანელობს დირექტორის სიტყვიერი და წერილობითი დავალებების შესრულებას.
6. ნაირა ონიანი
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი -ფსიქოლოგი
ეხმარება პედაგოგიურ პერსონალს ისეთი აქტუალური პრობლემების დაძლევაში როგორიცაა:
• აღსაზრდელთა ბაღთან ადაპტაციის პრობლემის დაძლევა;
• აღსაზრდელთა შორის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის შემუშავება;
• აღსაზრდელთა ქცევაზე დაკვირვებისა და ჩანაწერების წარმოების ტექნიკის შემუშავება;
• აღსაზრდელტა ჯგუფის არადირექტიული მეთოდების მართვის გაცნობა აღმზრდელთათვის;
• ფსიქოლოგიური კონსულტაცია მშობლებისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის კონკრეტულ აღსაზრდელთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგი:
• აგროვებს და აღრიცხავს ინფორმაციას კონკრეტული აღსაზრდელის შესახებ - მასზე უშუალო დაკვირვებით, მშობლებთან და აღმზრდელებთან ინტერვიუს მეშვეობით, აღსაზრდელთა ნამუშევრების ნაკრების მარტივი ფსიქო-დიაგნოსტიკური საშუალებებით;
• განსაზღვრასვ სავარაუდო პრობლემათ სქეროს;
• დაადგენს, საჭიროებს თუ არა აღსაზრდელი დამატებით, ზუსტ დიაგნოსტირებას. აუცილებლობის შემთხვევაში, მიავლენს აღსაზრდელს შესაბამის სპეციალისტთან: ლოგოპედი,
ნეიროფსიქოლოგი,პედიატრი, ფსიქოთერაპევტი და სხვ. თუ მსგავსი ჩარევა საჭირო არ არის, პედაგოგებტა და მშობლებტა ერთად სახავს იმ ღონისძიებათა გეგმას, რომელის დაეხმარება
აღსაზრდელს პრობლემის დაძლევაში;
• თვალყურს ადევნებს და აღრიცხავს როგორ ხორციელდება მისი და პედაგოგების მიერ შემუშავებული გეგმა, რამდენად შედეგიანია იგი და შესაბამისად შეაქვს ცვლილებები;
• ეხმარება პედაგოგებს ზემოთ ხსენებული სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პროგრამის განხორციელებაში;
• მონაწილეობას იღებს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს აღზრდა-განათლების ინდივიდუალურ გეგმას სსსმ ბავშვებისთვის;
• დირექტორთან შეთანხმებით, პერიოდულად აწყობს სემინარს ან სხვა სახის სამუშაო შეხვედრას მშობლებთა ან პედაგოგიურ პერსონალთან სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა-განათლების საკითხებზე.
7. ზორბეგ ჯოყილაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების მთავარი ბუღალტერი
• მუშაობს საბავშვო ბაღის დირექტორის ხელმძღვანელობით;
• ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს საბავშვო ბაღის ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაზე;
• აწარმებს მატერიალურ-ფინანსურ აღრიცხვას, ფულად, მატერტიალურ, საპროდუქტო და სტატისტიკურ ანგარიშგებას;
• აწარმოებს საბავშვო ბარის ქონების ინვენტარიზაციას სამეურნეო ნაწილის გამგესთა ერთად;
• მონაწილეობს მენიუს შედგენაში;
• მონაწილეობს შესყიდვების დაგეგმვის პროცესში;
• სასწავლო წლის დასასრულს წარმოადგენს მომავალი წლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიას.
8. ვიტალი ქონიაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი
• უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების სწორ შედგენას და დაწესებულ ფარგლებში შესაბამის სამსახურში წარდგენას.
• უზრუნველყოს ფულადი სახსრების,
ანგარიშსწორებისა და მატერიალური ფასეულობათა ინვეტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობას, ინვეტარიზაციის შედეგების თავისდროულად გამოვლენას და აღრიცხვაში მის ასახვას.
• ახორცილებს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის ფუნქციებს.
9. ასმათ ტუნაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი
უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების სწორ შედგენას და დაწესებულ ფარგლებში შესაბამის სამსახურში წარდგენას. ასევე, უზრუნველყოს ფულადი სახსრების,
ანგარიშსწორებისა და მატერიალური ფასეულობათა ინვეტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობას, ინვეტარიზაციის შედეგების თავისდროულად გამოვლენას და აღრიცხვაში მის ასახვას.
ახორცილებს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის ფუნქციებს.
10. რომან ფუტკარაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ექიმი
• ახორციელებს ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებისათვის ათდღიანი მენიუს მოთხოვნილების შედგენას კვების პროდუქტების გაცემისათვის;
• პერიოდულად ახორციელებს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.
• ბაგა-ბაღში არსებულ სამედიცინო ყუთს ამოწმებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო სამედიცინო პრეპარატის და სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფას;
• კონტროლს უწევს ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში მედდის მიერ წარმოებულ ჩანაწერებს ბავშვთა ჯნმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
• მუშაობს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან შეთანხმებული გეგმის და გრაფიკის მიხედვით, სისტემატურად აწვდის ინფორმაციას გაერთიანების დირექტორს;
• აქტიურად თანამშრომლობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალთან აღსაზრდელთა და სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, აგრეთვე სველი წერტილებისა და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველსაყოფად;
• პერიოდულად ატარებს შენობა-ნაგებობების, გარე პერიმეტრის, სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფების, სველი წერტილების, სასაწყობე ოთახების და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგს;
• ამზადებს რეკომენდაციებს და აკონტროლებს ბაგა-ბაღებში დეზინფექციის სამუშაოების განხორციელებას;
• აგრეთვე წლის დასაწყისში გადასცემს ბაღებს ყოველდღიური ან/და ყოველკვირეული სადეზინფექციო სამუშაოებისათვის რეკომენდირებული ქიმიური საშუალებების ჩამონათვალს.
11. ედნარ ბოლქვაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი– სამეურნრნეო საკითხებში
• მუშაობს საბავშვო ბაღის დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით;
• ანგარიშვალდებულია დაგეგმოს და განახორციელოს შესყიდვები;
• ანგრიშვალდებულია და პასუხს აგებს საბავშვო ბაღის სამეურნეო ქონებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა-დაცვაზე;
• ანგარიშვალდებულია აწარმოოს აღრიცხვიანობა, აგრეთვე დადგენილი წესის მიხედვით შეადგინოს და წარმოადგინოს სასაქონლო და ფულადი ანგარიშებიმასზე მინდობილი მატერიალური
ფასეულობების მოძრაობისა ნაშთების შესახებ;
• აღრიცხავს და აკონტროლებს ბაგა-ბაღის საწყობებში (სამეურნეო, საკანცელარიო, კვების, თეთრეულის) არსებული მარაგების მოძრაობას და
ყოველი თვის ბოლოს წარადგენს შესყიდვების აუცილებელ ნუსხას;
• მოწმებს შენობის, სადგომების, ტერიტორიისა და მოწყობილობის სანიტარულ მდგომარეობას;
• ორგანიზებას უწევს და პირადად ამოწმებს ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
12. რომან ჩოგაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი
13. ედუარდ იაკობაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების შესყიდვების სპეციალისტი
14. იაგო ბოლქვაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების შესყიდვების სპეციალისტი
15. მაგული შანთაძე
თანამდებობა: ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ექთანი
• სამედიცინო პერსონალი ბაღში აკონტროლებს ბავშვის ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამოწმებს ბავშვებს და ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
• დახმარებას უწევს საბავშვო ბაღში მოულოდნელად ავად გამხდარ ბავშვს. ცალკე გადაჰყავს, ატყობინებს მშობელს და ელოდება საბავშვო ბაღიდან მის გაყვანას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის
უფლება. იმ შემთხვევაშ თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
• ამოწმებს დღის რეჟიმის შესრულებას, ბავშვთა კვების ხარისხიანობას;
• მეთვალყურეობას უწევს საბავშვო ბაღის ყველა სადგომის, განსაკუთრებით სამზარეულოს, პროდუქტების შესანახი ადგილებისა და სველი წერტილების სანიტარულ მდგომარეობას;
• ამოწმებს შენობისა ეზოს სანიტარულ მდგომარეობას, საბავშვო ბაღის შენობაში ჰაერის განიავებას;
• საკვების მომზადებისას თვალყურს ადევნებს და კონტროლს უწევს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას;
• მონაწილეობას იღებს მენიუს შედგენაში;
• აწარმოებს თავისი მუშაობის აღრიცხვას, სისტემატურად აწვდის ცნობებს საბავშვო ბაღის დირექტორს, აღმზრდელებსა და მშობლებს ბავშვების სამედიცინო გამოკვლევის შედეგებისა და
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
• აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას უწევს საბავშვო ბაღის თანამშრომლებს და შესაბამისად აღრიცხავს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ჟურნალში;
• აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას როგორც აღსაზრდელების ასევე თანამშრომლების შესახებ;
• თვალყურს ადევნებს უკვე გამზადებული საკვების გაცემას, თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად;
• ვალდებულია იცნობდეს კვების ნორმებს, ბავშვთა საკვების დამზადების ძირითად წესებს.