ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.
საბავშვო ბაღების ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის განმახორციელებელი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
საბავშვო ბაღში ირიცხებიან ბავშვები რომელთაც რეგისტრაციის დაწყების თარიღისთვის უსრულდებათ 2 წელი;
ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების დღისთვის შეუსრულდათ 6 წელი, მაგრამ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან/და შესაბამისი კომისიის
მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაციის საფუძველზე ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მათი სკოლაში შესვლა, მიუხედავად ასაკისა.
რეგისტარცისას ივსება სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც რეგისტრაციის მსურველის მიერ სავალდებულოა შეტანილი იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასურველი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება;
ბ) ბავშის პირადი ნომერი;
გ) ბავშვის სახელი და გვარი;
დ) ბავშვის დაბადების თარიღი;
ე) მშობლების(მშობლის) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ვ) მშობლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდიში, რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები);
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
დ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მარტოხელა და მრავალშვილიანი, მშობლის სტატუსის მქონე მშობლების შვილები;
რეგისტრაციიდან 10 სამუაშაო დღის ვადაში, ხოლო ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის
დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3x4;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვევებში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცებული ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.